Saturday, July 8, 2017

9 დღე

ჩემი  პროექტის პორტფოლიო


რეფლექსია: დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას  ჩავასწორეთ და დავხვეწეთ ის. ჩეკილილისტის დახმარებითშევამოწმე საქაღალდე. ვისწავლე პორტფოლიოს ატვირტვა გუგლი დრაივში და ბლოგზე მიბმა. ამის სემდეგ ტრენერის ბლოგს მივაბით ცვენი  ბლოგი. მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოს  პრეზენტაცია. მადლობა  ენერგიულ ტრენერს  მარიკას ასეთი მაღალი ხარისხის ტრენინგისათვის.

Sunday, July 2, 2017

8 დღე

რეფლექსია


 განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა. გავიგე როგორ უნდა გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტურად სწავლების  პროცესის ხელი სეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. როგორ მივაწოდოთ გეზის მიმცემი შაბლონები.

Saturday, July 1, 2017

7 დღე


რეფლექსია

 დღეს განვიხილეთ მე 6 მოდული ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიაზე. თუ როგორ გავხადოთ თვიტრეგულირებადი სწავლება.

Sunday, June 11, 2017

3 -4 დღე

რეფლექსია:
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით,   განვსაზღვრეთ სტანდარტები სასწავლო პროექტებისათვის. შევიმუშავეთ სასწავლო პროექტებისათვის მიზნები , საკვანძო საკითხები/შევისწავლეთ შეფასების მეთოდები სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში. რაც ხელს შეგვიწყოფს პროექტების შექმნაში.და განხორციელებაში.

Saturday, June 10, 2017

1-2 დღე

რეფლექსია
 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ინტელის კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარებისა და საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. კურსი დამეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში და მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისათვის.
პირველ მოდულში განვიხილეთ პროექტებით სწავლება, პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება და პროექტების მონახაზი. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგვჭირდება პროექტის შედგენისას. მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება და ჩამოვაყალიბეთ I მოდულის რეფლექსია.


 

9 დღე

ჩემი  პროექტის პორტფოლიო რეფლექსია: დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას  ჩავასწორეთ და დავხვეწეთ ის. ჩეკილილისტის დახმარებითშევამოწმე ...